ERASMUS+ აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვირეული - კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

23-02-2017 2017 წლის 24 – 28 აპრილს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლიტვა) ორგანიზებით გაიმართება აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვირეული „სწავლება ინგლისურ ენაზე არაინგლისურენოვან უნივერსიტეტში“.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ატარებენ ლექციებს.

აკადემიური პერსონალის საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში ონლაინ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 01.03.2017.

შერჩეულ კანდიდატებს 8 მარტს ეცნობებათ პასუხი და ისინი მიიღებენ შესაბამის ინფორმაციასა და გზამკვლევს.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს ან იყენებენ ერაზმუს+ დაფინანსებას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მშობლიურ უნივერსიტეტში შესაბამისი კონკურსის საფუძველზე.

საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ტრეინინგ კვირეულის სამუშაო ენა ინგლისურია.

შენიშვნა: მოცემული მომენტისათვის სტუ-ს არ აქვს მოქმედი ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულება კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები