სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა - საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო

17-03-2017 საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რასაც ადასტურებს GPA (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი).

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს (მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266).

ტელ: 236 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები