ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამების პრეზენტაცია

ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამების პრეზენტაცია

22-02-2017 17 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამების პრეზენტაცია.

პრეზენტაცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სტუ-ს რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.

ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ განსახილველად წარმოადგინა თემები:

1. საქართველოს სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოების საქმიანობის სისტემური ანალიზი;

2. სახელმწიფო პროგრამის ,,სამშვიდობო პოლიტიკა - ერთიანი საქართველოსთვის’’ (სისტემური ანალიზი) კონცეფცია და განხორციელების გზები.

მან აღნიშნა, რომ სისტემური ანალიზი საქართველოში პირველად ჟიული შარტავამ დანერგა და სისტემური ანალიზის აღსანიშნავად მანვე შემოიღო ტერმინი „სისანი“, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა ამ იდეის ხორცშესხმა. ეფექტური სახელმწიფო მმართველობა შეუძლებელია ამ პროცესის გარეშე, ამიტომ აუცილებელია მისი გაცოცხლება და აქტიური განხორციელება საქართველოში.

მოხსენება-პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დებატები თემის გარშემო.

რექტორის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოების საქმიანობის კვლევითი ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე; აღნიშნა, რომ ასევე აუცილებელია, შეიქმნას სიტუაციური ცენტრი მეცნიერთა აქტიური ჩართვისთვის სახელმწიფო პროგრამის "სამშვიდობო პოლიტიკა - ერთიანი საქართველოსთვის" განსახორციელებლად და ანალიტიკური ინსტიტუტი, შესაბამისი განყოფილებებით, სისტემური ანალიზის ჩასატარებლად. აუცილებელია ამ ორი მხარის ინტეგრაცია, სიმბიოზი და მათი ერთობლივი მუშაობა ყველა მიმართულებით.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე ფაკულტეტების წარმომადგენლები და როფესორ-მასწავლებლები.

 

სიახლეებში დაბრუნება