სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

28-03-2011
საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 
„კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
 
26 მარტს, სტუ-ში გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი და სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები.
განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და მისი მიზანი; კრიმინოლოგის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში; კრიმინოლოგიის მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციასთან მიმართებაში; საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების კონცეპტუალური საკითხები; ეკონომიკური კრიზისის კრიმინოლოგია.  
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები სპეციალურ სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები