ERASMUS+ საუნივერსიტეტო პერსონალის საერთაშორისო კვირეული - რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი

20-02-2017 2017 წლის 22 - 26 მაისს რიგის  ტექნიკურ უნივერსიტეტში (ლატვია) ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგის მეექვსე საერთაშორისო კვირეული.

ხუთდღიანი პროგრამა მოიცავს პლენარულ სხდომებს, პრაქტიკულ სემინარებს, პრეზენტაციებსა და სოციალურ ღონისძიებებს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ადმინისტრაციულ პერსონალი, რომელიც ჩართულია აქტივობებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით.

პროგრამა ითვალისწინებს ისეთი საკითხების განხილვას, რომელიც უკავშირდება საბუღალტრო აღრიცხვას, ფინანსურ მენეჯმენტსა და დაგეგმვას.

სააპლიკაციო განაცხადების შევსების ბოლო ვადა: 15.05.2017.

საერთაშორისო კვირეულის პროგრამა იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები