მემორანდუმი სტუ-სა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის

17-02-2017 15 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გზით სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.

მემორანდუმის ფარგლებში სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სააბაკალავრო და “უსაფრთხოების ინჟინერიისა და რისკების შეფასების“ სამაგისტრო პროგრამებზე მოსწავლე სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაძლებლობას, აქტიური მონაწილეობა მიიღო და ჩაერთონ სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში.

მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარებათ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამაღლებაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები