პრეზენტაცია - საქართველოს სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოების საქმიანობის სისტემური ანალიზის პროექტი

პრეზენტაცია - საქართველოს სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოების საქმიანობის სისტემური ანალიზის პროექტი

15-02-2017 14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში გაიმართა სტუ-ს ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლის მიერ მომზადებული საქართველოს სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოების საქმიანობის სისტემური ანალიზის პროექტის პრეზენტაცია.

პროექტი წარადგინა ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პროფესიული პოლემიკა. გამომსვლელებმა აღნიშნეს პროექტის პერსპექტიულობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მისი გამოყენების თვალსაზრისით.

მთლიანობაში, შესრულებულ სამუშაოს მიეცა მაღალი შეფასება და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს.


 

სიახლეებში დაბრუნება