ლიუბლიანას სადოქტორო საზაფხულო სკოლა - 2017

ლიუბლიანას სადოქტორო საზაფხულო სკოლა - 2017

14-02-2017 ლიუბლიანას სადოქტორო საზაფხულო სკოლა (სლოვენია) 2017 წლის ივლისის თვეში აცხადებს ინტენსიურ სპეციალიზებულ საზაფხულო კურსებს, რომლებსაც მსოფლიოში აღიარებული პროფესორები უხელმძღვანელებენ.

კურსები და თარიღები

3 - 7 ივლისი
  • მოწინავე სტრუქტურული განტოლების მოდელირება
პროფესორი  ადამანტიოს დიამანტოპულოსი (Adamantios  Diamantopoulos), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია)  - 6 ECTS
  • ქცევის კვლევითი საკითხები ფასწარმოქმნაში
პროფესორი მონიკა კუკარ-კინი (Monika Kukar-Kinney), რიჩმონდის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 4 ECTS
  • ექსპერიმენტული დიზაინი სოციალურ მეცნიერებაში
პროფესორი ლიუბიცს კნეზევიჩ ცველბარი (Ljubica  knezevic  Cvelbar), ლიუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია) – 4 ECTS
  • შერეული მეთოდების კვლევა
პროფესორი  თამარა პავასოვიჩ ტროშტი (Tamara  Pavasovic Trost), ლიუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია) – 4 ECTS
  • მულტინაციონალური საწარმოები: თეორია და ემპირიკა
პროფესორი მაიკლ რაიანი (Michael Ryan), დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერტებული შტატები) – 4 ECTS
  • დისპერსიული  სტრუქტურული განტოლების მოდელირება
პროფესორი იორგ ჰენსელერი (Jörg Henseler), ტვენტეს უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) – 6 ECTS

10- 14 ივლისი
  • გამოყენებითი ეკონომეტრიკა
როკ სპრუკ (Rok Spruk), უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და ლიუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია) – 6 ECTS
  • ქცევითი თამაშის თეორია
პროფესორი ფილიპ ოტო (Philipp Otto), ვიადრინას ევროპის უნივერისიტეტი (გერმანია) – 6 ECTS
  • ეკონომიკური ანალიზის ემპირიული მეთოდები
პროფესორი მარტინ ვაგნერი (Martin Wagner), დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია) და პროფესორი ულრიკე შნაიდერი (Ulrike Schneider), ვენის ტექნოლოგიურის უნივერსიტეტი (ავსტრია) – 6 ECTS
  • მოვლენათა კვლევა, ემპირიკა და თანამედროვე  ფინანსური ეკონომიკა
პროფესორი ჯონათან კლიკი (Jonathan Klick), პენსილვანიის უნივერსიტეტი და იელის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 6 ECTS
  • განვითარების თეორია
პროფესორი არუნ რაი (Arun Rai), ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 6 ECTS

17- 21 ივლისი
  • პროექტის ანალიზის კვლევა: დიზაიანი, შესრულება და პუბლიკაცია
პროფესორი რუი სოუსა (Rui Sous), პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტი (პორტუგალია) – 6 ECTS
  • ექსპერიმენტული ეკონომიკა
პროფესორი ლუიჯი ლუინი (Luigi Luini), სიენას უნივერსიტეტი (იტალია) – 6 ECTS
  • მრავალსაფეხურიანი ანალზი
პროფესორი ედ დე იონგი (Ad de Jong), ასტონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – 4 ECTS
  • ხარისხობრივი კვლევა და მონაცემთა ანალიზი  NVIVO გამოყენებით  
პროფესორი ლუიზა ჰელენა პინტო (Luisa Helena Pinto), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) – 4 ECTS

კურსის გადასახადი:
4 ECTS – 600 ევრო
6 ECTS – 800 ევრო

გადასახადი ფარავს სასწავლო მასალებს, ფაკულტეტის ბიბლიოთეკითა და კომპიუტერული კლასებით სარგებლობას, ინტერნეტს, ლანჩს ორშაბათიდან - პარასკევამდე, სოციალურ აქტივობებს.

ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 14.04.17

დეტალური ინფორმაციისატვის იხილეთ ვებგვერდი. 


 

სიახლეებში დაბრუნება