საერთაშორისო კონფერენცია

25-03-2011
საერთაშორისო კონფერენცია
“მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო”
 
25 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო”. კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.
 
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები იყო:
1. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პრეისტორია და გამომწვევი მიზეზები
2. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ხასიათი და თავისებურებანი
3. მსოფლიო კრიზისის გლობალური და ლოკალური განზომილება
4. თანამედროვე მსოფლიოს მცდელობა კრიზისიდან თავის დასაღწევად
5. საქართველო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
 
კონფერენციის სამუშაო ენები იყო: ქართული, ინგლისური, რუსული.
 
ჟურნალი “სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები” ერთ მთლიან ნომერს აღნიშნული კონფერენციის მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომებს დაუთმობს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები