SCADA სისტემების ლაბორატორიული კლასის პრეზენტაცია

09-02-2017 2 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო–სამეცნიერო–საექსპერტო ლაბორატორიში SCADA სისტემების ლაბორატორიული კლასის პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ–ს რექტორი, პროფ. ა.ფრანგიშვილი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფ. ზ.გასიტაშვილი, იმს ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ზ.წვერაიძე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გ.არაბიძე, სტუ–ს სწავლების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ი.ლომიძე, იმს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფ. თ. კაიშაური, იმს  ფაკულტეტის მენეჯერი, პროფ. ო. შონია, ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

SCADA სისტემების ლაბორატორიული კლასი განხორციელდა კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო–სამეცნიერო–საექსპერტო ლაბორატორიისა და სამეცნიერო–სასწავლო–საწარმოო ცენტრის „ანალიზხელსაწყოს“ შემოქმედებითი თანამშრომლობითა და ძალისხმევით.

SCADA სისტემების ლაბორატორიული კლასი განკუთვნილია სასწავლო პროცესში გამოყენებისა და კვლევითი საქმიანობის წარმართვისათვის. ლაბორატორიული კლასი საშუალებას იძლევა SCADA სისტემები შესწავლილი იქნას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში და ასევე, ფართო გასაქანს იძლევა, გამოყენებული იქნას ტექნოლოგიური პროცესების შესწავლისათვის.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პროფესიული პოლემიკა. გამომსვლელებმა აღნიშნეს SCADA სისტემების პერსპექტიულობა სხვადასხვა საინჟინრო დარგებში გამოყენების თვალსაზრისით. მთლიანობაში შესრულებულ სამუშაოს მიეცა მაღალი შეფასება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები