№FR /115/9-180/13 საგრანტო პროექტი - კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ტრეინინგი

№FR /115/9-180/13 საგრანტო პროექტი - კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ტრეინინგი

07-02-2017
9 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „მარნის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა №FR /115/9-180/13 საგრანტო პროექტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ტრეინინგი საკვლევი საკითხით დაინტერესებული ბენეფიციარებისათვის.

აღნიშნული პროექტი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტია და ითვალისწინებს შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავებას საქართველოს საზღვრებში.

საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი რობერტ დიაკონიძე.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ს პროფესორი დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2016 წელს ღირსების ორდენით იქნა დაჯილდოებული.


 

სიახლეებში დაბრუნება