პროექტი MathGeAr - დასკვნითი კონფერენცია

07-02-2017 20 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS პროგრამის MathGeAr პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართება.

MathGeAr პროექტის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის კურსის მოდერნიზაცია სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო სწავლებისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა".

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები