მაღალი ენერგიების ფიზიკის პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის პრაქტიკულ სემინარი

06-02-2017 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი ენერგიების ფიზიკის პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის პრაქტიკულ სემინარში, რომელიც ჩატარდა სან დიეგოს სუპერკომპიუტერულ ცენტრსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო, აშშ).

პრაქტიკული სემინარის  ძირითად  მიზანს წარმოადგენდა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტების პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ათწლიანი გეგმის განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართა სესიები სხვადასხვა მიმართულებით: მოდელირება, მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია, ვიზუალიზაცია, ივენთების დამუშავება და ა.შ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ვიზუალიზაციის სესიაში, რომლის მიზანი იყო ივენთებისა და დეტექტორის გეომეტრიების გამოსახვა web-ში. ცენტრმა წარადგინა ვებაპლიკაცია ATLAS Tracer, რომელიც ATLAS-ის დეტექტორის გეომეტრიის და ივენთების ვიზუალიზაციიას ახდენს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები