საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ

06-02-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 დეკემბრის №2273  დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2017 წლის 18 იანვრის  № 5  ბრძანების თანახმად:
  • დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება  2017 წლის 15 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
  • გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 21 თებერვალს 10:00 საათიდან სტუ-ის საგამოცდო ცენტრში (სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ.68, I სართული). საპრეტენზიო განცხადებების მიღება იმავე დღეს (სტუ-ის საგამოცდო ცენტრში). მათი განხილვა 21 თებერვალს 16:00 საათზე უცხოურ ენაში საპრეტენზიო განცხადებების განხილვის კომისიაზე;  
  • გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 22 თებერვალს;
  • გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2017 წლის 23 თებერვალს 11:00 საათიდან შესაბამის ფაკულტეტებზე;
  • გასაუბრების შედეგების საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2017 წლის 24 თებერვლის 16:00 საათამდე სტუ-ის კანცელარიაში, მათი განხილვა 27 თებერვლის 11:00 საათიდან პრეტენზიების განხილვის საუნივერსიტეტო კომისიაზე;
  • საბოლოო შედეგები გამოცხადდება ა. წ. 28 თებერვალს;
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ  დებულების შესაბამისად;
  • ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2017 წლის 3 მარტამდე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის მიერ რექტორის სახელზე უნდა დაიწეროს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, რომელსაც დართული ექნება შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CDდისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ. 
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.    
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული  განცხადება დანარჩენ საბუთებთან ერთად ბარდება სტუ-ის კანცელარიაში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის კონკრეტული სადოქტორო პროგრამის მოთხოვნები. გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.
აგრარული ტექნოლოგიების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.
სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.
სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:

• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფ¬იკა-ტე¬ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.

სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები 

I. სამშენებლო ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: მშენებლობა (ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში)

II.  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორი)

III.   ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი

1.  სადოქტორო პროგრამა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი)
2. სადოქტორო პროგრამა: მასალათმცოდნეობა (ინჟინერიის დოქტორი მასალათმცოდნეობაში)

IV.  არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი

1.  სადოქტორო პროგრამა: არქიტექტურა (არქიტექტურის დოქტორი)
 2. სადოქტორო პროგრამა: არქიტექტურათმცოდნეობა (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი)  

V. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები (საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი)
2. სადოქტორო პროგრამა: სოციალური მეცნიერებები (სოციალური მეცნიერებების დოქტორი)

VI. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: აგრარული ტექნოლოგიები (აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში)
2. სადოქტორო პროგრამა: სასურსათო ტექნოლოგია (სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი)
3. სადოქტორო პროგრამა: სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (აგროინჟინერიის დოქტორი )

VII. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: არქეოლოგია (არქეოლოგიის დოქტორი)
2. სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა (ეკონომიკის დოქტორი)

VIII. ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)
2. სადოქტორო პროგრამა: ფინანსები (ფინანსების დოქტორი)

საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტების დეკანატებში

1. სამშენებლო ფაკულტეტი
სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 430 ა. მ.კოსტავას 68;
საკონტაქტო ტელეფონი - 599 17 98 23.

2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
სტუ-ის VIII კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 410. მ.კოსტავას 77;
საკონტაქტო ტელეფონი - 236 51 72; 593 79 00 84.

3. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
სტუ-ის  II კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 202. მ.კოსტავას 69;
საკონტაქტო ტელეფონი - 551 31 64 68.

4. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი 
სტუ-ის I კორპუსი, c ფლიგელი, მე-4 სართ., ფაკულტეტის დეკანატი. მ.კოსტავას 68;
საკონტაქტო ტელეფონი - 577 762843; 570701765.

5.სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი  
 სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903 ბ; მ.კოსტავას 77;
 საკონტაქტო ტელეფონი - 577 527 729.

6. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი.
გურამიშვილის გამზ.№17, მე-2 სართული, ოთახი №209; 
საკონტაქტო ტელეფონი - 593 190 772.

7. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 სტუ-ის VI კორპუსი,  მე-9 სართული, ოთახი 916 ა; მ.კოსტავას 77;    
 საკონტაქტო ტელეფონი -  577 375 439.

8. ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი
სტუ-ის VI კორპუსი,  მე-9 სართული, ოთახი 911ა; მ.კოსტავას 77;
საკონტაქტო ტელეფონი -  236 5213.

2016/2017 სასწავლო წელს დოქტორანტურაში სწავლის მსურველთათვის უცხო ენის საგამოცდო ტესტების ნიმუშები:
ინგლისური ენა
რუსული ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა

სწავლების დეპარტამენტი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები