ტრეინინგი „სამეწარმეო საქმიანობა და ფინანსების მართვა“

03-02-2017 30 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს თანამშრომლებისა  და სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობა და ფინანსების მართვა“. ტრეინინგის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი “ერთად” და სტუდენტური სერვისცენტრი.

ტრეინინგს უძღვებოდა პროფესორი თემურ გოთუა და წარმატებულ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტრენინგის ჩატარება იგეგმება 1 მარტიდან და მისი თემა იქნება „ბიზნეს-დოკუმენტაციის სრულყოფილად შეფასების მეთოდები“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები