ტემპუსის LMPH პროექტი - პორტუგალიელი პროფესორის ღია ლექციები სტუ-ში

ტემპუსის LMPH პროექტი - პორტუგალიელი პროფესორის ღია ლექციები სტუ-ში

30-01-2017 30 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა პორტუგალიის ესპინოს ინსტიტუტის პროფესორმა მარია ხოსე არაუჟუმ (Maria José Araújo).

შეხვედრა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროგრამის LMPH პროექტის ფარგლებში გაიმართა და ეხებოდა „ღია კლასის“ ჩატარების მეთოდოლოგიისა და პედაგოგიკის საკითხებს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში პორტუგალიელი პროფესორი მორიგ ღია ლექციას 2 თებერვალს ჩაატარებს და ლექციის თემა იქნება „გასტრონომიის მნიშვნელობა ტურიზმისათვის“.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სტუდენტებსა და პროფესორებს, ასევე ტურიზმის და სასტუმროს დარგით დაინტერესებულ პირებს.

ლექცია გაიმართება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის #909ა აუდიტორიაში, დასაწყისი - 11:30 სთ.

 

სიახლეებში დაბრუნება