ლიტერატურული კონკურსი

18-03-2011
ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის
 
ქალაქ  თბილისის  მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის “მცირე  პროზა”.
კონკურსის პირობები:
  • ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი( არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
  • 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა ელექტრონული ვერსიით.
კონკურსის ჩატარების თარიღი - 2011 წლის 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით.
 
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com, nana_elizi@yahoo.com  და ჩაბარებულ იქნას ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2011 წლის 1 მაისამდე.  
 
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით და სამახსოვრო საჩუქრით.
 
მისამართი: ჩახრუხაძის ქ.№17
ტელ: 990699, 893148125

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები