11-01-2017
ვისეგრადის საერთაშორისო ფონდი (International Visegrad Fund) აცხადებს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტებში, მათ შორის სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (გლივიცე, პოლონეთი) გააგრძელონ სწავლა/კვლევები 2017-2018 აკადემიური წლის განმავლობაში.
კანდიდატებს, რომელთა უნივერსიტეტიც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან ინსტიტუტიდან 1,500 კილომეტრზე მეტით იქნება დაშორებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამგზავრო გრანტი.
სასწავლო პერიოდი 1-4 სემესტრია. სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შეტანისას კანდიდატს მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 სემესტრი, ხოლო სტიპენდიების პროგრამის დაწყების მომენტისთვის - 6 სემესტრი (რაც ექვივალენტურია ბაკალავრის ხარისხთან).
სტიპენდია სემესტრის განმავლობაში - €2,300.
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა: 31.01.17.
სტიპენდიების პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
სიახლეებში დაბრუნება