კონკურსი

14-03-2011
კონკურსი
 
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროექტზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს. პროგრამის ფარგლებში სათარგმნად შეგიძლიათ წარმოადგინოთ მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნები ან/და წიგნები ფართო საზოგადოებრივი ინტერესისთვის. სათარგმნი წიგნები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ მიმართულებებს: 
 
  • საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასა და განათლების მართვასთან.
  • საჯარო მართვა და ადმინისტრირება: ზოგადი საჯარო ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული თემები – სტატისტიკა, კვლევის მეთოდოლოგია, ფონდების მოზიდვა და ა.შ.
  • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მას-კომუნიკაცია და მედიასთან დაკავშირებული სხვა თემები.
  • საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული სხვა თემები.
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამართალთან დაკავშირებული დაკავშირებული სხვა თემები.
  • ეკონომიკა: ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული თემები.
 
პროექტები მიიღება 2011 წლის 31 მარტის 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ პროექტის განაცხადი (იხ. თანდართული ანკეტა) პროგრამის კოორდინატორებთან: სოფო ბზიშვილი, BzishviliS@state.gov  ან ანა ხარიბეგაშვილი, KharibegashviliA@state.gov .
 
 
 
ტელ: 995 32 27 77 13   
ფაქსი: 995 32 27 77 15
მობ.: 995 98 10 53 50; 995 95 58 12 87
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები