ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები

14-03-2011
ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის
 
ესტონეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ  2011-2012 აკადემიური წლისთვის გამოყო  2 გრანტი სასწავლო გაცვლით  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა  10 თვის განმავლობაში 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ივლისამდე და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მიღებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის გადასახადის  გადახდა.
იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს სწავლის დასრულების შემდეგ სურს ხარისხის მიღება, მან შესაბამის უნივერსიტეტში დამოუკიდებლად უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდები ან გასაუბრება  (ან სხვა სახის ტესტი, რათა შესაძლებელი გახდეს აპლიკანტის ცოდნისა და უნარების შეფასება). ხარისხის მისღებად  სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი. სტიპენდია არ ფარავს ხარისხის მისაღებად ესტონეთში სწავლის გადასახადს. (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ოფისებს).
სტიპენდია ფარავს ერთი პიროვნების ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების ხარჯების დაფარვას. მგზავრობის ხარჯები აპლიკანტებმა თავად უნდა უზრუნველყონ.
 
სტიპენდიის მიღების მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
·         სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდი;
·         მოკლე ბიოგრაფიული ცნობები (CV);
·         სარეკომენდაციო წერილი;
·         ცნობა სასწავლებელი ადგილიდან;
·         დეტალური სამუშაო გეგმა;
·         დიპლომისა და ნიშნების ფურცლის (დიპლომის დანართის) ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
·         მოწვევის წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან;
·         ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
 
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად. აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს  უნდა აცნობოს, რომ მისი  კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.
 
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2011 წლის 15 აპრილამდე
 
საკონტაქტო პირი:
თამარ მერაბიშვილი
უმაღლესი განათლების განვითერების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ტელ: 832  318940; (132);
ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
 
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.mes.gov.ge/content.php?id=2034&lang=geo

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები