თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

14-03-2011
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის  2011/2012 სასწავლო წლისთვის
 
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011-2012 სასწავლო წლისთვის  გამოყო 40 სტიპენდია თურქული ენის კურსების, 8 სტიპენდია მაძიებლის, ხოლო 1 სტიპენდია სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2011 წლის 30 მარტამდე.
 
საკონტაქტო პირი:
თამარ მერაბიშვილი
უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო
 
ტელ: 8 32 318940 (132); 
ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
 
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.mes.gov.ge/content.php?id=2035&lang=geo
 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები