ნატოს კუთხე

14-03-2011
ნატოს კუთხე
 
14 მარტს, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა. ნატოს კუთხის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.  
შეხვედრა გახსნა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ.
შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ  გამართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა  სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ ჩატარებულ სემინარს. პრეზენტაციის შემდეგ დიალოგის რეჟიმში გაგრძელებული ლექციის მთავარი თემა პარტნიორ ქვეყნებთან ნატოს თანამშრომლობა იყო.                 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები