IT Startup დღეები

16-03-2011
IT Startup დღეები
 
14 მარტს, IT Startup დღეების რიგით მეორე ღონისძიების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო ხოლო უკვე ჩამოყალიბებული გუნდების კონსულტანტებთან შეხვედრა 15 მარტს მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
აღსანიშნავია, რომ IT Startup დღეები უკვე მეორედ იმართება. ის წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამას და მისი მიზანია საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად  სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი იზრუნებს.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები