სტუ-ს პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტად აირჩიეს

30-12-2016 23 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტთა არჩევნები (მანამდე არსებული წევრ-კორესპონდენტობის ექვივალენტური წოდება), სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი ალექსანდრე მესხი არჩეულ იქნა სტიპენდიანტად მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა აკადემიის ცხრა განყოფილებაში ფარული კენჭისყრით უნდა აერჩიათ თითო-თითო სტიპენდიანტი. 

სტუ-ს პროფესორის წარდგინება მოხდა აკადემიკოს ვ. კოკილაშვილის მიერ, ხოლო მისი სამეცნიერო საქმიანობის აღწერა წარადგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელმა წევრმა, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრმა ვ. მაზიამ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტობის კანდიდატებისა და არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი

საგულისხმოა, რომ  მიმდინარე წლის ივნისში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თანაავტორობით გამოქვეყნდა მონოგრაფიის ორტომეული პრესტიჟულ უცხოურ გამოცემაში Birkäuser/ Springer (Heidelberg). პროფ. მესხთან ერთად მონოგრაფიის თანაავტორები არიან  ვახტანგ კოკილაშვილი (საქართველო),ჰუმბერტო რაფეირო (კოლუმბია) და სტეფან სამკო (პორტუგალია).

დეტალური ინფორმაცია მონოგრაფიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები