გამოფენა

07-03-2011
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა
 
5 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში გაიხსნა "საქართველოს განათლების კვირეული 2011".  უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; აი-ბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი; ვილნიუსის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო სკოლა (ლიტვა); გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა-მატერი); გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის აკადემიური ცენტრი; კავკასიის უნივერსიტეტი; კიპრის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კვიპროსი); მიმი - უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლატვია); საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; თბლისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; უმაღლესი სამედიცინო სკოლა - აიეტი; უნივერსიტეტი გეომედი.
გარდა ამისა, გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი  საგანმანათლებლო ცენტრები და ორგანიზაციები, როგორებიცაა: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD; საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - IREX; სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაცია - DVV; ტემპუსის ეროვნული ცენტრი - TEMPUS; ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - ETI; ბრიტანულ-ქართული აკადემია - BGA; ბრიტიშ ჰაუზი - British House; ლიბრა - სასწავლო ცენტრი; ოქსფორდ ჰაუზი - Oxford House; სი-თი-სი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC და სხვ. "საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ ასევე საბანკო/საფინანსო ორგანიზაციები: თი-ბი-სი ბანკი; საქართველოს ბანკი.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"  13 მარტამდე გასტანს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები