10-09-2007
საქართველო
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი
ბრძანება
_______ N ___________
სტუ - დან გარიცხულ / ამორიცხული სტუდენტების აღდგენის შესახებ
« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 22- ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹127 (28.03.2005) ბრძანებით დამტკიცებული « ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების » შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს , რომლებიც ჩაირიცხენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და უნივერსიტეტიდან გაირიცხენ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო მიეცეთ აღდგენის უფლება ;
- აღდგენა განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის « ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით » განსაზღვრული , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის და აღდგენის წესით ჩარიცხვის შესაბამისად ;
- ამ ბრძანების პირველ პუნქტში დასახელებული სტუდენტების აღდგენა განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი , ამ ბრძანების მე -6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში , სრულად დაფარავს დავალიანებას , ასევე არსებული დავალიანების 20%- ის ოდენობით გადაიხდის ჯარიმას ;
- სტუდენტთა აღდგენა დასრულდეს ამა წლის პირველ ოქტომბრამდე ;
- აღდგენის მსურველ სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყოს 10 სექტემბრიდან და გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე : თბილისი , კოსტავას ¹77, სტუ - ს ადმინისტრაციული კორპუსი , II სართული , კანცელარია ( ოთახი ¹241);
- ამ ბრძანების მე -3 პუნქტით განსაზღვრული თანხა , აღდგენის უფლების მქონე სტუდენტებმა უნდა დაფარონ ამაწლის 25- დან 28 სექტემბრამდე ;
- იმ სტუდენტთა აღდგენის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და აკრედიტაციის სამსახურში დასვნისათვის წარდგენა , რომლებმაც შეასრულეს ამ ბრძანებით დადგენილი პირობები , უზრუნველყოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ბექა მაისურაძემ ;
- ბრძანება გამოიკრას სტუ - ს ყველა სასწავლო კორპუსში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს სტუ - ს ოფიციალურ ვებგვერდზე ;
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში ( მის : თბილისი კოსტავას ¹77, სტუ - ს ადმინისტრაციული შენობა );
- ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
რექტორი
პროფესორი არჩილ მოწონელიძე
სიახლეებში დაბრუნება