სხდომა

05-03-2011
სტუ–ში წიგნის მხატვრული კონსტრუირების ჯგუფის სხდომა გაიმართა

4 მარტს, სტუ-ში წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) მუდმივმოქმედი ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელად საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ანზორ შავგულიძე აირჩიეს, სწავლულ მდივნად კი – არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის დეპარტამენტის სრული პროფ. მზია მილაშვილი.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) მუდმივმოქმედი ჯგუფი სულ ახლახან შეიქმნა. ჯგუფის ძირითადი ამოცანებია: 1) გამომცემლობასთან მუდმივი კონტაქტი - რჩევები და დარგობრივი კონსულტაციები წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) საკითხებში; 2) მუდმივი მონიტორინგი სტუ-ის საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მიერ გამოცემულ ბეჭდურ პროდუქციაზე, წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) ხარისხის შეფასების თვალსაზრისით.

აკადემიურმა საბჭომ ჯგუფი დაამტკიცა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი სალუქვაძე (არქიტექტურა); მზია მილაშვილი (დიზაინი); ემირ ბურჯანაძე (მხატვრობა); ნანა ჩაჩუა (ფსიქოლოგია); იგორ კვესელავა (სოციოლოგია); ალექსანდრე გრიგოლიშვილი (პოლიგრაფია); გიორგი ჯერენაშვილი (პოლიგრაფია); მარინა მეძმარიაშვილი (პოლიგრაფია); მედეა ბაზაძე (მართლწერა და მართლმეტყველება); იური მეჩითოვი (ფოტოხელოვნება); ანტისა დეისაძე (ფოტოხელოვნება); ანზორ შავგულიძე (ინჟინერია).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები