ახალი ლაბორატორია სტუ-ში

28-02-2011
ახალი ლაბორატორია სტუ-ში
 
25 თებერვალს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 30 დასახელების 55 ერთეული ლაბორატორიული ხელსაწყო გადასცა. ეს უზრუნველყოფს  ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრაზე ცემენტ-ბეტონის ხარისხის განმსაზღვრელი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის შექმნას.
ლაბორატორიების გადაცემა იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაარემონტა კათედრის შენობა. სამინისტრო ასევე გეგმავს კათედრისთვის ბიბლიოთეკის მოწყობას, სადაც სტუდენტებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები იქნება განთავსებული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები