საპრეზენტაცო შეხვედრა ECDL-ის რეგიონალურ მენეჯერ პიოტრ მროზინსკთან

24-02-2011

1 მარტს 13 სთ-ზე იგეგმება ECDL (European Computer Driving Licence Foundation) რეგიონალური მენეჯერის, პიოტრ მროზინსკის, ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრა გაიმართება შეხვედრების ოთახში).

ECDL   არის კომპიუტერით  სარგებლობის საერთაშორისო    „მართვის  მოწმობა“ –   კომპიუტერის   მომხმარებელთა   ცოდნის   დონის  შეფასების   და  სერტიფიცირების   ერთიანი   ევროპული  სისტემა.
 
“ECDL ფონდი”  წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ჩამოყალიბდა კომპიუტერული ცოდნის ევროპული მოწმობის (ECDL), კომპიუტერული ცოდნის საერთაშორისო მოწმობის (ICDL) და მათთან დაკავშირებული სერტიფიცირების პროგრამების მსოფლიოში დანერგვისა და ლიცენზირების მიზნით. 

 ECDL  ტესტირებისა  და  სერტიფიცირების  ავტორიზებული  ცენტრი,  საშუალებას   მოგვცემს უნივერსიტეტში შემოვიტანოთ  და  დავამკვიდროთ  ინფორმაციული  ტექნოლოგიების  დარგში  ცოდნის  დონის  შეფასების  და  სერტიფიცირების მსოფლიოში აღიარებული  სტანდარტი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები