სემინარი

15-02-2011
სემინარი
 
11 თებერვალს, სტუ-ში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ქ. თბილისის გლდანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი და გარემოზე ზემოქმედების შერბილების გზები”.
სემინარი ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებუ­ლი #2-5/16 პროექტის ფარგლებში, რომელმაც გაიმარჯვა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის 2010 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში. პროექტის შემსრულებელია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფ. ნათელა დვალიშვილი.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები