სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

08-02-2011
განათლების აღიარების სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია 
 
8 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა.
პრეზენტაცია გაიმართა ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც დღეს გაიხსნა. კონფერენცია გახსნა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მასში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ფრანგი, ჰოლანდიელი და დანიელი ექსპერტები. კონფერენციის მიმდინარეობისას ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ უცხოეთის გამოცდილებასა და ქართული რეალობას განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები