ახალი სასწავლო კაბინეტი

03-02-2011
ახალი სასწავლო კაბინეტი
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა.
2007 წლის ზაფხულიდან, როდესაც მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას ადგილსამყოფელი შეუცვალეს, იგი ხელოვნურად შექმნილ უმძიმეს პირობებში ჩავარდა, მაგრამ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის (რექტორი, პროფესორი ა. ფრანგიშვილი) მხარდაჭერითა და კათედრის კოლექტივის თავდადებული შრომით (დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ა. შავგულიძე), მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა.
გასულ  წელს, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დადგენილებით, საინჟინრო გრაფიკის მიმართულებას, სამხაზველო კაბინეტის მოსაწყობად, დამატებით გამოეყო ორი ოთახი, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მათში თანამედროვე ტიპის სამხაზველოს მოწყობა შეუძლებელი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ამ ოთახების გაერთიანება და კოსმეტიკური რემონტის ჩატარება. საინჟინრო გრაფიკაში, ახალი სემესტრი სწორედ ამ განახლებულ სამხაზველოში დაიწყება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები