სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა

03-02-2011
პროფ. ესტატე  მჭედლიშვილის სახელობის
სამეცნიერო-ტექნიკურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ესტატე მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა. მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის ქართული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი, პროფესორი ესტატე მჭედლიშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პროფესორის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნადი ფონდი: ექვსასი ერთეული) განსვენებულის ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა მაშინდელი პოლიტექნიკური ისტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. კათედრასთან გაიხსნა პროფ. ე. მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკის დარბაზშივე დაიდო ბინა მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ ნაკურთხმა სამლოცველომ. ამავე დარბაზშია განლაგებული უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ახლახან გახსნილი ცენტრი.
ბიბლიოთეკა მკითხველისათვის ღიაა ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები