ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება სტუ-სა და CERN - ს შორის

27-12-2016
ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება სტუ-სა და CERN - ს შორის
22 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN - ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (ჟენევა, შვეიცარია) შორის გაფორმდა ახალი კოლაბორაციული ხელშეკრულება (ხელშეკრულება #366/2010 addm.3), რომელიც 2017 წლიდან შედის ძალაში. ხელშეკრულების თანახმად, სტუ-ს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი სამ პარალელურ პროექტს შეასრულებს ATLAS-ის ექსპერიმენტისათვის.

პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია "ივენთ დისპლეის" პროგრამული პაკეტის დამუშავება უახლესი Javascript და Three.js ტექნოლოგიების გამოყენებით.

მეორე პროექტის მიხედვით განხორციელდება სიმულაციისა და რეკონსტრუქციის პაკეტებში გამოყენებული დეტექტორის კომპონენტების თეორიული გეომეტრიული აღწერების ვერიფიკაცია და მათი მოყვანა რეალურად არსებულ გეომეტრიებთან შესაბამისობაში. პროექტის შესასრულებლად გამოყენებული იქნება მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგია CATIA-ს ბაზაზე.

მესამე პროექტი ითვალისწინებს დეტექტორის ახალი გეომეტრიული აღწერების დამუშავებას Geant4 - ის მოდელირების პაკეტებისათვის. ამ პროექტის შესასრულებლად, ასევე, გამოყენებული იქნება მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგია CATIA-ს ბაზაზე.

ზემოაღნიშნული პროექტების განხორცილებისას დაგეგმილია სამაგისტრო და სადოქტორო სამეცნიერო კვლებისა და ნაშრომების შესრულება, ასევე, გათვალისწინებულია სტუ-ს სტუდენტების სამეცნიერო სტაჟირებები CERN-ში.

პროექტის შესრულების მონიტორინგი გულისხმობს CERN-ის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ სემინარებში სისტემატურ მონაწილეობას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები