სტუდენტური ოლიმპიადა

27-01-2011
XVI  სტუდენტური ოლიმპიადა
 
ირანის ისლამური რესპუბლიკის სტუდენტური ოლიმპიადების ცენტრი 2011 წლის 12-15 ივლისს გამართავს XVI  სტუდენტურ ოლიმპიადას თექვსმეტ სახეობაში.
უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქიმიისა და მათემატიკის დარგებში გუნდური სახით. თითოეული ქვეყნის გუნდი დაკომპლექტდება მაქსიმუმ ხუთი სტუდენტისა და ერთი ან ორი მასწავლებლისგან. მონაწილეთა ირანში ყოფნის ხარჯებს დაფარავს ირანული მხარე. ირანში გასამგზავრებელი ბილეთები უნდა უზრუნველყონ ოლიმპიადის მონაწილეებმა.
 
მონაწილის მონაცემების ანკეტა, ქიმიური და მათემატიკური კითხვების ნიმუშები, ბროშურა და ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები ინგლისურ ენაზე განთავსებულია ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://olympiad.sanjesh.org/en/index.asp
 
დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ შეკითხვების გაგზავნა მისამართზე: Olympiad@sanjesh.org
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები