პრეზენტაცია

25-09-2007 2008 წლის თებერვალში ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფება ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონალური და ქალაქგეგმარების ინსტიტუტის 7 კაციანი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის პროფესორი, ქალბატონი ელკე პალ-ვებერი.

სტუმრობის მიზანია ქართველ სტუდენტებთან ერთადAთბილისის ისტორიული რაიონების ქალაქთმშენებლობითი რეკონსტრუქციის თემაზე ვორქშოფის ჩატარება, რომლის დროს შეჯერდება შესწავლილი წინასაპროექტო მასალა, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, განისაზღვრება ძირითადი ქალაქთმშენებლობითი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, დაისახება მათი აღმოფხვრის გზები, რის შემდეგაც ქართველი და გერმანელი სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში დამოუკიდებლად იმუშავებენ ქალაქთმშენებლობითი პროექტის განხორციელებაზე.

24 სექტემბერს სტუ-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში შედგა პროფესორ ელკე პალ-ვებერის პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული იქ მიმდინარე ცვლილებები.

2008 წლის თებერვალში დაგეგმილია სტუ-ს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

პროექტის განხორციელებაში საქართველოს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტების გარდა მონაწილეობას ღებულობენ DAAD (გერმანიის უცხოეთთან აკადემიური გაცვლების დეპარტამენტი, გოეთეს ინსტიტუტის საქარველოს განყოფილება, თბილისი სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, თბილისის მერია, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველო და სხვა.

გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი 8 ოქტომბრამდე გასტანს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები