ლაბორატორიის გახსნა

21-01-2011
სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა
 
21 იანვარს, სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის - “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” - წარმომადგენლები დაესწრნენ.
 “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” წარმაოდგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში. ორწლიანი “ნათელის” პროექტი 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის მიზნობრივი ჯგუფები არიან საქართველოში ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, მათ შორის, საქართველოს ტენქიკური უნივერსიტეტი. პროექტი მათ ეხმარება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებასა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები