„ქართული პოლიტიკა“- სამეცნიერო ჟურნალის თემატური ბროშურების პრეზენტაცია

23-12-2016 „ქართული პოლიტიკა“- სამეცნიერო ჟურნალის თემატური ბროშურების პრეზენტაცია
21 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ჩატარდა „ქართული პოლიტიკა“ - სამეცნიერო ჟურნალის მიერ გამოცემული თემატური ბროშურების პრეზენტაცია. თემატური ბროშურების ავტორები არიან სტუ-ს 
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფ. ჯემალ გახოკიძე („გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე“) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია („სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში“).

„ქართული პოლიტიკა“- სამეცნიერო ჟურნალის თემატური ბროშურების პრეზენტაცია
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აპარატის მუშაკები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  არჩილ ფრანგიშვილმა.
ავტორებმა ისაუბრეს და დამსწრე საზოგადებას წარმოუდგნეს თავიანთი ნაშრმები. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში აუცილებელი ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის გარშემო.

„ქართული პოლიტიკა“- სამეცნიერო ჟურნალის თემატური ბროშურების პრეზენტაცია
სტუ-ს ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ წარმოადგინა მოხსენება-პრეზენტაცია თემაზე „საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა” და ასევე. ელექტრონული ვერსია საქართველოს პატრიარქის წიგნისა „ქართული იდეა.  მიმართულება სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი“, რომელიც გამოცემული იქნა აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალის მიერ.

„ქართული პოლიტიკა“- სამეცნიერო ჟურნალის თემატური ბროშურების პრეზენტაცია
პრეზენტაცია შემაჯამებელი სიტყვით დახურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“-ს მიერ გამოცემული თემატური ბროშურები (ვახტან ყოლბაია - „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში“; ჯემალ გახოკიძე  - „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე“; რევაზ ჯაველიძე  - “სამოქალაქო განათლების დამკვიდრება ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გზით”).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები