საჯარო აუქციონი

24-12-2010
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საჯარო აუქციონს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ
 
ლოტი #1.
1.         გამოცხადდეს საჯარო აუქციონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სსიპ -საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ვაკე-საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქ.#77-ში მდებარე, მე-6 სასწავლო კორპუსის მე-4 სართულზე არსებული 41.01 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
2.         ფართი გაიცეს კვების ობიექტის მოწყობის პირობით, 2 წლის ვადით.
3.         საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 3690 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
4.         უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს  1107 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
5.         ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
6.         ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.
 
ლოტი #2.
1.         გამოცხადდეს საჯარო აუქციონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სსიპ -საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ვაკე-საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქ.#68-ში მდებარე, პირველი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე არსებული 62.08 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
2.         ფართი გაიცეს ლითონის ნაკეთობების დამზადების მიზნით, 2 წლის ვადით.
3.         საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 3725 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
4.         უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს  1117 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
5.         ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
6.         ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.
 
     საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები:          
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
2. აუქციონში მონაწილეობისათვის სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. აუქციონით გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს აუქციონში მონაწილის მიერ შემოთავაზებული იჯარის ქირის მაქსიმალური საფასური.
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად, თანაბარწილად გადაიხადოს აუქციონით დადგენილი იჯარის ქირა.
5. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლებით გამცემმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გაუქმდა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
7. საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.
 
            საჯარო აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 14 იანვარს, 15 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული.
 
უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა და მონაწილის ბილეთის საფასური შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე:
      სს "თიბისი ბანკი", სკ 211349192, ა/ანგარიში 3408001/GEL, ბანკის კოდი 220101830
 
საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2010 წლის 15 დეკემბრიდან 2011 წლის 14 იანვრის ჩათვლით, 10 საათიდან 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #218, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ნინო ხოლუაშვილი (ტელ: 36 52 03).
იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
           
 
           
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები