მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა

16-12-2016
იაპონიის მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “The Matsumae International Foundation" აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე 2018 წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უცხოელ მკლევრებს, მათ, ვისაც უკვე გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ხარისხი.

პრიორიტეტები ენიჭებათ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებს.

სტიპენდიების პროგრამის ხანგრძლივობა 3-6 თვეა, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტის პერიოდში.

საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 აგვისტო.

კველევითი სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი აპლიკაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები