მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შსს სსიპ "112"-ს შორის

12-12-2016
12 დეკემბერს, 15:00 სთ., სტუ-ს სააქტო დარბაზში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შსს სსიპ "112"-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას "112"-ის ახალი დაკავშირების არხის - მობილური აპლიკაციის ტესტირების პროცესში.

ამასთან ერთად, შსს სსიპ "112" გამართავს პრეზენტაციას, სადაც სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან "112"-ის ახალ სერვისს - მობილურ აპლიკაციას. ტესტირების პროცესში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინიციატივის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (Open Government Partnership - OGP) ფარგლებში, 2016-2017 წლების გეგმის მიხედვით შსს სსიპ "112"-მა დაკავშირების ალტერნატიული არხი - მობილური აპლიკაცია დანერგა, რომლის მიზანს ინოვაციური ტექნილოგიების გამოყენებით  "112"-თან დაკავშირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და გადაუდებელი დახმარების უმოკლეს დროში მიღება წარმოადგენს.

აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში, "112"-ის მიერ შემუშავდა სერვისის განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს აქტიურ სამოქალაქო ჩართულობას.

პირველ ეტაპზე, ტესტირების პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. აღნიშნული ინიციატივით სტუდენტები თავიანთ წვლილს შეიტანენ თანამოქალაქეებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში და, ასევე, აპლიკაცია უფრო მეტად იქნება მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე მორგებული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები