საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტის წარმატება

10-12-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტმა თამარ ხეჩიაშვილმა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich - JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის გრანტი მოიპოვა.

ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტის ხელმძღვანელია პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი, ხოლო იულიხის კვლევითი ცენტრიდან - პროფ. ჯონ შა (INM-4 ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი) და დოქტორი ფარიდა გრინბერგი.

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის თემა ეხება დიფუზიური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კონტრასტების განვითარებასა და გამოყენებას ნევროლოგიურ კვლევებში.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ქართველი დოქტორანტი სადისერტაციო ნაშრომზე სამი წლის განმავლობაში იმუშავებს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები