ქართველი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირება CERN - ში

ქართველი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირება CERN - ში

08-12-2016 ქართველი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირება CERN - ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა, არჩილ სურმავამ წარმატებით გაიარა სამეცნიერო სტაჟირება შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN).

ქართველი დოქტორანტის დისერტაციის თემა ითვალისწინებს ATLAS დეტექტორის სტრუქტურულ კვლევასა და ტოპოლოგიის ახალი ფორმალიზმის დამუშავებას (ხელმძღვანელი - პროფ. ალექსანდრე შარმაზანაშვილი).

ქართველი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირება CERN - ში

ექვსთვიანი სტაჟირების ფარგლებში არჩილ სურმავამ მონაწილეობა მიიღო ATLAS ექსპერიმენტის კვლევით სამუშაოებში (01.11.15 - 30.04.16).

ამასთან ერთად, ქართველი დოქტორანტის თემა ATLAS ექსპერიმენტმა შეარჩია CERN-ის დოქტორანტების ყოველწლიურ პოსტერების პრეზენტაციაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ დოქტორანტები მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტებიდან (23 დოქტორანტი).

აღნიშნული სამეცნიერო სტაჟირება განხორციელდა CERN-ის მოწვევით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.


 

სიახლეებში დაბრუნება