ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება

01-12-2016
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირებას.

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (სანდრო ეულის 3ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 6 დეკემბრისა, შესაბამისი ბმულის მეშვეობით.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირების დასრულების შემდეგ, გაიმართება სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს:
მარიამ თუთბერიძე
ტელ.: (+995 577) 12 70 42
ელ. ფოსტა: mtutberidze@justice.gov.ge

მარიამ გელეტაშვილი
ტელ.: (+995 558) 99 58 39 
ელ. ფოსტა: mgeletashvili@tcj.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები