სტუდენტთა საყურადღებოდ - Rosetta Stone კომპიუტერული პროგრამა უცხო ენის შესწავლისათვის

სტუდენტთა საყურადღებოდ - Rosetta Stone კომპიუტერული პროგრამა უცხო ენის შესწავლისათვის

29-11-2016

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს შეისწავლონ ან აიმაღლონ ცოდნის დონე სხვადასხვა უცხოურ ენებში: ინგლისური (British, US), ფრანგული, გერმანული, ესპანური (Spain, Latin America), იტალიური, ჩინური, ჰოლანდიური.

უცხო ენის შესწავლას (დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია 10 უცხო ენა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს Rosetta Stone მსოფლიოში აღიარებული  კომპანიის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები), ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა.

სწავლებას აფინანსებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

მსურველებმა სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებისათვის მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან უნდა მიაკითხონ შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებს და მიაწოდონ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:
  • სახელი და გვარი 
  • პირადი ნომერი 
  • სასურველი უცხო ენა (ენები) 
  • ჯგუფის ნომერი (მხოლოდ სტუდენტებისათვის) 
  • მობილურის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
სოფიკო იაშვილი, საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებში
მობილური: 599 25 96 65;
ქალაქის ტელეფონი: 2 36 42 34; 599 25 96 65;
შიდა ტელეფონი: 68 62;
სტუ-ს VI კორპუსი, ოთახი #411ა

 

სიახლეებში დაბრუნება