საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა

09-12-2010
სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი
 
7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში დაიწყო ფუტძალის ჩემპიონატი – "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა."
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც 16-იდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას 16 საუნივერსიტეტო გუნდი მიიღებს.
„პირველი ეტაპის 16 საუნივერსიტეტო გუნდიდან 8 გუნდი გადავა მეორე ეტაპზე, რომელიც 25 იანვარს დაიწყება და 11 თებერვლამდე გასტანს. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც უკვე 2011 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში იასპარეზებს,"– აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა პირველი თამაში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან გამართა და მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა.
მომდევნო თამაშს სტუ-ს გუნდი 9 დეკემბერს, 18 საათზე, პეტრე მობილის სახელობის უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები