გაცვლითი პროგრამა და საზაფხულო სკოლა ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

19-11-2016
გერმანიის ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Hochschule für Technik und Wirtschaft - HTW) 2017 წლის საზაფხულო სემესტრისათვის სასწავლებლად იწვევს გაცვლით სტუდენტებს.

საზაფხულო სემესტრი 2017 წლის 27 მარტიდან დაიწყება გერმანული ენის ინტენსიური კურსით და 18 აპრილიდან ლექციებით გაგრძელდება. 

საზაფხულო სემესტრისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.16.

ზამთრის სემესტრისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.05.17 (2017-2018 აკადემიური წლის ახალი გზამკვლევი მოგვიანებით გამოქვეყნდება ვებგვერდზე).

გაცვლითი სტუდენტებისათვის გზამკვლევი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ასევე, აცხადებს საზაფხულო სკოლის პროგრამას.

პროგრამის ხანგრძლივობა 2017 წლის 26 ივნისიდან 17 ივლისამდეა.

საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31.03.2017.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ აქ.

ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებთან და საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ:

საკონტაქტო პირი:
ანდრეა როთი (Andrea ROTH, M.A.)
საერთაშორისო სტუდენტთა მრჩეველი
ელ.ფოსტა: andrea.roth@htw-saarland.de

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები