პროექტი "ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი”

11-11-2016
2016 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ,,ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითმა სტუდიამ“ დაიწყო ახალი პროექტის - “ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი” - განხორციელება.

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს, განივითარონ უნარები, ქცევები და დამოკიდებულებები ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობისა და დასაქმების კუთხით, ასევე, პროექტის მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ტექნიკური კომპეტენციის, ინოვაციისა და შემოქმედებითობის განვითარების მიმართულებით, რაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის.

SKYE მოდულის მიზანია 18-25 წლის ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობა. მოდული 1.5 წლიანია და მოიცავს 4 თემას (მეწარმეობა, დასაქმება, აქტიური მოქალქეობა, ლიდერობა).

SKYE კლუბი ძირითადად შედგება 15-20 ახალგაზრდისგან (ახალგაზრდების ასაკი 18-26 წელია), რომლებიც იკრიბებიან კვირაში ერთხელ, 2-3 საათით.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

განაცხადის მიღება იწარმოებს 2016 წლის 12 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 11:00 -  18:00 სთ (კვირა დღის გარდა).

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ოფისსს შემდეგ მისამართზე: 
თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 
ელ. ფოსტა:  info@patriarch.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები