ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10-11-2016
ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი) (The University of Alicante – UA) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.16 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 18.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.11.16 

ინფორმაცია ალიკანტეს უნივერსიტეტის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ალიკანტეს უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე, პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები