სტუმარი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიდან

09-11-2016
7 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორი, ქალბატონი ქრისტინ ბუდენი.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ლევან კლიმიაშვილი, ხარისხის უზრინველყოფის სამსახურის უფროსი გოგი ძიძიგური, საერთაშორისო ურთიერთობებისა დასტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ს ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე.

შეხვედრებზე განხილული იქნა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და სტუ-ს შორის ერთობლივი პროექტების განხორცილებასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის უკვე გაფორმებულია ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაბამისად შეუძლიათ მობილობით სწავლა გააგრძელონ და ჩაატარონ ლექციები პროექტის კოორდინატორ გერმანული უნივერსიტეტში.

ქალბატონმა ბუდენმა სტუ-ში სტუმრობისას დაათვალიერა ლაბორატორიები ფიზიკის დეპარტამენტში, ტესტირების ცენტრი და უნიკალური გამოცემები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში. ასევე, გაეცნო საწარმოებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ინოვაციური ცენტრს საქმიანობას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები